ონლაინ-კონკურსის საშუალებით საუკეთესო ქართული რეკლამები გამოვლინდა
ონლაინ-კონკურსის საშუალებით საუკეთესო ქართული რეკლამები გამოვლინდა
12:33 26.07.2012
სარეკლამო საიტმა „ედვერთ.ჯი“-მ ონლაინ-კონკურსის საშუალებით საუკეთესო სეზონური რეკლამები გამოავლა.

გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია კულტურის სახლ „მუზაში“, კლუბ „ვიტამინში“ გაიმართა.

საუკეთესო საახალწლო რეკლამის კატეგორიაში პირველი ადგილი „უნიქარდის“ რეკლამამ დაიკავა, მეორე ადგილი - „საქართველოს ბანკის“ რეკლამა - „სანტამ“, ხოლო მესამე ადგილზე - „თი-ბი-სი ბანკის“ 12 სარეკლამო სერია გავიდა.

ზამთრის სეზონის რეკლამების კარეგორიაში გამარჯვებული კომპანია „გალფი“ გახდა, მეორე ადგილი - „სილქნეტის“ რეკლამამ დაიკავა, ხოლო მესამე ადგილზე მომსახურების სააგენტოს სარეკლამო რგოლს უჭირავს.

გაზაფხულის სეზონის გამარჯვებული კომპანია „ფლეი აჭარა“ გახდა, მეორე ადგილზე „სილქნეტის“ „თუთიყუში“ გავიდა, ხოლო მესამე ადგილი კომპანია „ბორჯომმა“ დაიკავა.

პირველ ადგილზე გასული სარეკლამო რგოლების ავტორია კომპანია „მეტრო“.

რჩეული რეკლამისთვის ხმის მიცემა მომხმარებელს ინტერნეტის საშუალებით შეეძლო.



ბეჭდვა