იაშვილის საავადმყოფოში თაგვის წამლით მოწამლულ სამ მცირეწლოვანს მკურნალობენ
იაშვილის საავადმყოფოში თაგვის წამლით მოწამლულ სამ მცირეწლოვანს მკურნალობენ
12:18 26.07.2012
იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში თაგვის საწინააღმდეგო წამლით მოწამლულ სამ მცირეწლოვანს მკურნალობენ.

ბავშვები თბილისში თელავის საავადმყოფოდან გადმოიყვანეს, სადაც პირველადი დახმარება უკვე აღმოუჩინეს.

ამჟად, კლინიკაში პატარებს გამოკვლევა უტარდებათ.

ექიმების თქმით, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ბავშვებმა თაგვის საწინააღმდეგო წამალი მშობლების სტუმრად ყოფნის დროს დალიეს.


ბეჭდვა