სანდრა რულოვსი აშშ-ში ექს-პირველ ლედის ლორა ბუშს შეხვდება
სანდრა რულოვსი აშშ-ში ექს-პირველ ლედის ლორა ბუშს შეხვდება
11:32 26.07.2012
საქართველოს პირველი ლედი სანდრა რულოვსი აშშ-ში სამუშაო ვიზიტს განაგრძობს და ვაშინგტონში მიმდინარე შიდსის XIX საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობს.

როგორც „ნიუსპრესს“ პირველი ლედის პრესსამსახურიდან აცნობეს, კონფერენციას სხვადასხვა ქვეყნის მთავრობების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სამეცნიერო წრეების 20 000 წარმომადგენელი ესწრება.

აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში რულოვსი 30 ივლისს ამერიკის ყოფილ პირველ ლედის ლორა ბუშს შეხვდება და მასთან ერთად ჯორჯ ბუშის საპრეზიდენტო ცენტრს - ჯორჯ ბუშის ინსტიტუტს, ბიბლიოთეკასა და მუზეუმს დაათვალიერებს.
რულოვსმა უკვე მოინახულა უოლტერ რიდსის სამხედრო ჰოსპიტალში ავღანეთში დაჭრილი 6 ქართველი ჯარისკაცი, მათ შორის, ვიცე-პოლკოვნიკი ალექსანდრე ტუღუში, რომელიც მანამდე საქართველოსა და ამერიკის პრეზიდენტებმა ინახულეს.


ბეჭდვა