დედაქალაქის ნაწილს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება
დედაქალაქის ნაწილს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება
08:55 26.07.2012
ენერგოქსელში მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო, დღეს დედაქალაქის ნაწილს  ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება.
ელექტროენერგია 10:00-დან 12:00 საათამდე ჩუღურეთის რაიონის ნაწილს გაეთიშება. შეზღუდვა შეეხება ჩეჩელაშვილის, მნათობის, პეტრე ბაგრატიონის, თამარაშვილის, პისარევის, პაატა სააკაძის, ახალი არსენალის, გუმათის, ლამის, დავითაშვილის, სალხინოს, ცაიშის, ქვალონისა და მიმდებარე ქუჩების მაცხოვრებლებს.
10:00-დან 14:00 საათამდე ელექტროენერგია ვაკის ნაწილს და დაბა წყნეთის აბონენტებს გაეთიშებათ.
10:00-დან 15:00 საათამდე ელექტროენერგია გლდანის VII და VIII მიკრორაიონების მაცხოვრებლებს არ მიეწოდებათ.
ენერგოშეზღუდვა 10:00-დან 17:00 საათამდე შეეხება ისანი-სამგორის რაიონის ნაწილსაც, კერძოდ, აეროდრომისა და ნავთლუღის დასახლების, კახეთის გზატკეცილის, ვარკეთილის მასივის I, III, VI, VII, IX, X კვარტლების, ვარკეთილი-3 I, II, III, IIIა, IV მიკრორაიონების, აბაშვილის, აეროპორტის, გახოკიძის, ჯავახეთის, კალაუბნის, სამგორის, კაკაბეთის, ლაღიძის, ხარაბაძისა და შუამთის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ამავე პერიოდში ენერგომომარაგება შეეზღუდება გლდანის რაიონში ბარისახოსა და უწერის ქუჩების აბონენტებს.
ენერგომომარაგება 10:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიას ვერ მიიღებენ კახეთის გზატკეცილის, ლილოს დასახლების, ჭირნახულის, იუმაშევის, ხვედელიანის, დავითაშვილის და მიმდებარე ქუჩების, ვარკეთილი-3 IIIა, ქიზიყის, ენუქიძის, ჩოლოყაშვილის, ჩკალოვის, დოდაშვილის, სახალხოს, მერვე ლეგიონის დასახლების, პოლიციისა და მიმდებარე ქუჩების აბონენტებს.
ამავე პერიოდში ელექტროენერგია არ მიეწოდება საბურთალოს რაიონში ლვოვის, კანდელაკის, ოსეთის, ლევანდოვსკის, ლომონოსოვის, ონიაშვილის, პეკინის, იოსებიძის, შარტავას, ხვიჩიას და მიმდებარე ქუჩების მაცხოვრებლებს.

ბეჭდვა