ტელეკომპანია „მაესტროს“, ლარსის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე გაჩერებული ქონება შეყოვნების მიზეზის აუხსნელად გამოატანეს. ამის შესახებ „ნიუსპრესს“ „მაესტროს“ გენერალურმა დირექტორმა ბაჩო კიკაბიძემ განუცხადა.
მისი თქმით, ტელეკომპანიის კუთვნილი ტვირთი - დეკორაციისთვის განკუთვნილი მონიტორები, რომელიც „მაესტროს“ განახლებული სტუდიისთვის სჭირდება საბაჟოზე იყო გაჩერებული ისე, რომ ამის მიზეზი არ აუხსნიათ.
„სამი დღეა გვაწვალებენ - ხან ტექნიკური პრობლემაა, ხან სერვერის, დღეს მივედით საბაჟოზე მე და ლაშა ტუღუში, სადაც განგვიცხადეს, რომ არავითარი პრობლემა არ იყო და ტვირთის წაღება შეგვეძლო“-განაცხადა კიკაბიძემ.
მისი თქმით, ჯერჯერობით, უცნობია არის თუ არა ქონება დაზიანებული, ვინაიდან ამის დადგენას გარკვეული დრო სჭირდება.
