თსუ-ში სამეცნიერო კონფერენცია “გლობალიზაციის გამოწვევები ეკონომიკასა და ბიზნესში” გაიხსნება
თსუ-ში სამეცნიერო კონფერენცია “გლობალიზაციის გამოწვევები ეკონომიკასა და ბიზნესში” გაიხსნება
14:21 25.10.2018
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ხვალ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ორგანიზებით მე-3 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - “გლობალიზაციის გამოწვევები ეკონომიკასა და ბიზნესში” გაიხსნება. ღონისძიება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილეს ეძღვნება.

კონფერენციაში მონაწილეობას ქართველი და უცხოელი მეცნიერები მიიღებენ, რომლებიც სხვადასხვა უნივერსიტეტებს წარმოადგენენ. მსოფლიოს 9 სახელმწიფოდან 120-მდე ნაშრომი და სამეცნიერო სტატიაა წარმოდგენილი.

კონფერენციის გახსნას თსუ რექტორის მოადგილე ალექსანდრე ცისკარიძე, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი გიორგი ღაღანიძე, პროფესორი ელგუჯა მექვაბიშვილი, მოწვეული სტუმები დაესწრებიან.

ბეჭდვა