თბილისის ნაწილს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება
თბილისის ნაწილს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება
17:05 24.10.2018
დედაქალაქის გარკვეულ ნაწილს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა გლდანის მასივის II, IV მიკრორიონების და მორეტის II შესახვევის მაცხოვრებლებს შეეხება.

11 საათიდან 16 საათამდე კი ელექტროენერგიას ქართველიშვილის, საირმის, ცაგარელის, ვასო გოძიაშვილის, შმიდტის და ბურძგლას ქუჩების მაცხოვრებლები ვერ მიიღებენ.

ბეჭდვა