საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი ხვალ ჩაის ცერემონიას და იაპონური კალიგრაფიის ჩვენებას
უმასპინძლებს. ცერემონიებს სპეციალურად ამ დღისთვის საქართველოში ჩამოსული სახელგანთქმული იაპონელი ოსტატები ნაოლო მაცუდაირა და ლუკას აკემი ჩაატარებენ.
იაპონური ბაღი საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, იაპონური საელჩოსა და JTI-ს მხარდაჭერით 2016 წელს გაშენდა და ქართველ და იაპონელ ხალხთა შორის მეგობრობის სიმბოლოდ იქცა.
