თბილისის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება შეეზღუდება
თბილისის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება შეეზღუდება
16:43 23.10.2018
თბილისის ნაწილს დღეს სხვადასხვა სამუშაოების ჩარატების გამო ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.


კერძოდ, შეზღუდვა შემდეგ რაიონებს შეეხება:

გლდანის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების მიზნით 11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლიბანის და ბარალეთის ქუჩების მაცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების მიზნით 11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გერგეთის ქუჩის მაცხოვრებლებს.

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების მიზნით 11 საათიდან 12 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლეონიძის ქუჩის მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების მიზნით 11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნადირაძის ქუჩის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონი

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 14 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კრწანისის ქუჩის მაცხოვრებლებს.




ბეჭდვა