საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ საქართველოში ჩატარებული კვლევის თანახმად, ნდობის ყველაზე მაღალი მაჩვენებლით საქართველოს ეკლესია სარგელბლობს. მას გამოკითულთა 94% ენდობა.
კვლევის მიხედვით, სახელმწიფო ინსტიტიუტებიდან ნდობის 89%-იანი მაჩვენებლი საქართველოს არმიას აქვს.
პოლიციას გამოკითხულთა 88 % ენდობა, პრეზიდენტის ადმინისტრაციას - 69 %, მთავრობას - 66 %, პარლამენტს - 65 %, ხოლო რესპონდენტების 64 %-ს მედიის სჯერა.
კვლევის ფარგლებში IRI-მ საქართველოს მასშტაბით 1 500 მოქალაქე გამოკითხა.
