„განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულთა ასოციაციის“ დაფუძნების ოფიციალური
ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას განათლების საერთაშორისო ცენტრის მიმდინარე წლის კურსდამთავრებულები და ცენტრის სხვადასხვა სასწავლო სასტიპენდიო პროგრამების ბენეფიციარები დაესწრნენ.
ასოციაციის დამფუძნებლებმა ცენტრის სხვა კურსდამთავრებულებს ასოციაციის წესდება, მიზნები და საქმიანობის ძირითადი მიმართულებები გააცნეს.
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, ეს ახალგაზრდები, ჩვენი ქვეყნის „ოქროს ფონდს“ წარმოადგენენ და ისინი ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ეკონომიკის განვითარებაში აქტიურად ჩაერთვებიან.
