კოსტავასა და შარტავას ქუჩებზე შუქნიშნები 10 დღეში ჩაირთვება
კოსტავასა და შარტავას ქუჩებზე შუქნიშნები 10 დღეში ჩაირთვება
13:35 15.10.2018
კოსტავასა და შარტავას ქუჩების რეაბილიტაციის გამო გათიშული შუქნიშნები უახლოესი 10 დღის მანძილზე ეტაპობრივად ჩაირთვება.

მერიის ინფორმაციით, ამჟამად, მიმდინარეობს შემდეგ მისამართებზე მდებარე შუქნიშნების სარეკონსტრუქციო სამუშაოები:

• კოსტავასა და მიროტაძის ქუჩების გადაკვეთაზე;
• კოსტავას ქუჩა N75-თან;
• კოსტავას ქუჩა N77-თან;
• შარტავასა და კალანდაძის ქუჩების გადაკვეთაზე.

გარდა ამისა, სააკაძის მოედანი ქვეითთათვის, მათ შორის, შშმ პირებისთვის ადაპტირდება და არსებულ შუქნიშნებს ქვეითთა სექციებიც დაემატება.

ქვეითთა შუქნიშნები შარტავას ქუჩა N7-თან - თბილისის მერიის შენობასთან და შარტავას ქუჩა 42-თან დამონტაჟდება, რაც ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხოებასა და კომფორტს უზრუნველყოფს.



ბეჭდვა