თბილისის რეფერალურ საავადმყოფოში ლეღვის ფოთლების ნახარშისგან მიღებული დამწვრობით 42 წლის ქალბატონი მოათავსეს.
პაციენტი ამ დროისთვის საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაშია, სადაც რეაბილიტაციის კურსს გადის. პაციენტს სხეულის 35 პროცენტი აქვს დამწვარი.
42 წლის ქალბატონმა ლეღვის ნახარში რუჯის მიღების მიზნით გადაივლო, რის შედეგადაც მან სხეულის მეორე-მესამე ხარისხის დამწვრობა მიიღო.
რეფერალურ საავადმყოფოში ბოლო ორი თვის განმავლობაში, ლეღვის ფოთლის ნახარშისგან მიღებული დამწვრობით ათობით ადამიანმა მიმართა.
