ნინოწმინდაში მასწავლებელთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა
ნინოწმინდაში მასწავლებელთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა
14:38 09.10.2018
ნინოწმინდის კულტურის ცენტრის საკონცერტო დარბაზში მასწავლებელთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიებას ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერი,ანივარდ მოსოიანი, საკრებულოს თავმჯდომარე,სუმბატ კიურეღიანო, სკოლის დირექტორები და მასწავლებლები ესწრებოდნენ.

,,მასწავლებლობა ერთ-ერთი ყველაზე საპატიო, საპასუხისმგებლო და ღირსეული პროფესიაა.
სახელმწიფოს წარმატება თუ წარუმატებლობა განათლების ხარისხზეა დამოკიდებული. ქვეყნის მომავალი საკლასო ოთახიდან იწყება, ამიტომ მასწავლებლის როლი განუზომლად დიდია“- ამ სიტყვებით მიულოცეს ნინოწმინდუის კულტურის ცენტრში შეკრებილ მასწავლებლებს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერმა საკრებულოს თავმჯდომარემ სკოლის დირექტორებმა, მასწავლებლებმა,

ღონისძიება ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის ორგანიზებით, მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის და საგანმანათლებლო რესურს ცენტრის მხარდაჭერით გაიმართა.

ბეჭდვა