კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი”-ის მიერ გლდანი-მუხიანის მონაკვეთზე 1400 მმ-იან მაგისტრალურ წყალდენზე სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო ხვალ რიგ უბნებს წყლის მიწოდება შეუწყდება.
კერძოდ, ხვალ 11.00 სათიდან 26 ივლისის 11.00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება კონიაკის დასახლებას, მუხიანის ყოფილ სამხედრო დასახლებას, თემქის III მ/რაიონს, ავშნის ქუჩას, კაჭარავასა და ჯანჯღავას ქუჩების ნაწილს.
კომპანიაში აცხადებენ, რომ ტექნიკური ბრიგადები შეეცდებიან სარეაბილიტაციო სამუშაოები მოკლე დროში დაასრულონ, რათა მოსახლეობისთვის წყალმომარაგების შეზღუდვით გამოწვეული დისკომფორტი შემცირდეს.
