ენერგოქსელში მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო, ხვალ დედაქალაქის რამდენიმე ქუჩას ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
როგორც „ნიუსპრესს“ თელასიდან აცნობეს ნაძალადევის რაიონის ნაწილს ელექტროენერგია 10:00-დან 13:00 საათამდე გაეთიშება. შეზღუდვა შეეხება ქურდიანის, მარუაშვილის, ხუდადოვის, ცაიშის, ცოტნე დადიანის გამზირს(ნაწილობრივ), ზაზიშვილის, მეუნარგიას, მამრაძის, გროზნოს, აფხაზეთის, სარკინეთის ქუჩებს.
10:00-დან 15:00 საათამდე შუქი არ ექნება აღმაშენებლის ხეივანს და სოფელ ჩალიპირებს, 14:00 საათამდე - ვაკის რაიონის ნაწილს, 16:00 საათამდე კი - წერეთლის გამზირს (ნაწილობრივ), სტანისლავსკის, ლუბლიანას, თევდორე მღვდლის და ვანის ქუჩებს.
ელექტროენერგიის მიწოდება 10:00-დან 17:00 საათამდე შეუწყდება ჯავახიშვილის, ბენაშვილის, მაზნიაშვილის ქუჩებს, ასევე, სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის და ქოშიგორის დასახლების მაცხოვრებლებს.
დროის ამავე მონაკვეთში შუქი არ ექნება ისნის რაიონში მოსკოვის პროსპექტს (ნაწილობრივ), თელავის, კობარეთის, ზურაბაშვილის, ახმეტელის, წინანდლის ქუჩებს; ასევე, გლდანის რაიონის რამდენიმე ქუჩას და სამგორის რაიონის ნაწილს. შეზღუდვა შეეხება ვარკეთილის ზემო პლატოს II მიკრორაიონს, ვარკეთილი-3 IIIა მიკრორაიონს და ვარკეთილის მასივის ზემო პლატოს II მიკრორაიონს.
ამასთან, სარემონტო სამუშაოების გამო 10:00-დან 18:00 საათამდე შუქი გაეთიშება გურამიშვილის გამზირს (ნაწილობრივ), არბოს, ღოღობერიძის, ღრმაღელეს, ლეჩხუმის, ხევსურეთის, კავთისხევის, მახინჯაურის, გუდამაყრის, ნაგომარის ქუჩებს; ასევე, ვაჟა-ფშაველას გამზირს (ნაწილობრივ) და ამბროლაურის ქუჩას.
