წელს 23 ახალი სკოლა აშენდება
წელს 23 ახალი სკოლა აშენდება
22:48 28.02.2012
განათლება საქართველოს მთავრობის გადამწყვეტი, სასიცოცხლო პრიორიტეტია. აღნიშნული განცხადება მიხეილ სააკაშვილმა პარლამენტში გამოსვლისას გააკეთა.
"გააქტიურდება ძალისხმევა საქართველოში განათლების სისტემის განვითარებისთვის. წელს საქართველოში 23 ახალი სკოლა აშენდება, ხოლო 600-მდე სკოლა გარემონტდება. 2015 წლის მოდერნიზაციის გეგმით საქართველოში ყველა სკოლა იქნება გერმანიის, ჰოლანდიის, ამერიკის დონის და უკეთესი", - აღნიშნა პრეზიდენტმა.
მისი თქმით, ყველა საჯარო და კერძო სკოლა ჩართულია ინტერნეტში, წლის ბოლოსთვის ყველა 7 მოსწავლეზე ერთი პერსონალური კომპიუტერი იქნება. ხოლო 2015 წლისთვის ბავშვების 90%-ს ექნება თავისი პერსონალური კომპიუტერი, ყველა პირველკლასელი და მათ დამრიგებელი საჩუქრად პერსონლურ კომპიუტერებს მიიღებს.

ბეჭდვა