„ქიმიური ნივთიერებების მდგრადი მართვის შესაძლებლობების გაძლიერების" საკითხებზე შეხვედრა გაიმართა
„ქიმიური ნივთიერებების მდგრადი მართვის შესაძლებლობების გაძლიერების" საკითხებზე შეხვედრა გაიმართა
11:23 05.10.2018
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) ორგანიზებით, „ქიმიური ნივთიერებების მდგრადი მართვის შესაძლებლობების გაძლიერების" საკითხებზე შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის მონაწილეებმა ქიმიური ნივთიერებების მართვის სისტემის ევროპულ მოდელთან შესაბამისობაში მოყვანის, კანონმდებლობის შემუშავების და შესაძლებლობების გაძლიერების საკითხები განიხილეს.

ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, საერთაშორისო გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარება მნიშვნელოვან როლს შეასრულებს საქართველოში ქიმიური ნივთიერებების მართვის ეფექტიანი სისტემის შექმნის პროცესში.

სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, გარემოსდაცვითი მომსახურებისა და ტექნოლოგიების საერთაშორისო მიმწოდებელი კომპანიების DEKONTA-სადა MEDISTYL-ის წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებს „ქიმიური ნივთიერებების რაციონალური მართვის პოტენციალის შექმნა - CLP და REACH რეგულაციების დანერგვა“ პროექტი გააცნეს.
შეხვედრას სხვადასხვა სახელმწიფო უწყების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ბეჭდვა