თბილისში დევნილთა საცხოვრებელ კორპუსს რეაბილიტაცია ჩაუტარდა
თბილისში დევნილთა საცხოვრებელ კორპუსს რეაბილიტაცია ჩაუტარდა
12:06 04.10.2018
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე თბილისში, ვარკეთილისმე-2 მიკრორაიონში დევნილთა საცხოვრებელი კორპუსის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.

სამინისტროსა და სამგორისრაიონის გამგეობის თანადაფინანსებით, შენობას, სადაც დევნილი ოჯახები ცხოვრობენ, სახურავის რეაბილიტაცია ჩაუტარდა. სამუშაოების ღირებულება 56 686 ლარს შეადგენდა.

თბილისში, თანადაფინანსებით 500-მდე ობიექტის სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდა, რის შედეგადაც ათასობით დევნილი ოჯახის საყოფაცხოვრებო პირობები გაუმჯობესდა.

ბეჭდვა