ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიში დღეს ემერიტუს-პროფესორის,
ცნობილი არქეოლოგისა და საქართველოს ეროვნული სამეცნიერო აკადემიის წევრ-კორესპონდენტის გურამ ლორთქიფანიძის დაბადებიდან 80 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართება.
საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში გურამ ლორთქიფანიძის ცხოვრებისა და მოღვაწეობისადმი მიძღვნილი დოკუმენტური ფილმი - ,,გადარჩენილი სახელი” (ავტორი: ნინო კაკულია – გაზეთ ,,თბილისის უნივერსიტეტის” რედაქტორი); იქნება ნაჩვნები. ასევე, გაიმართება გურამ ლორთქიფანიძის 80 წლისთავისადმი მიძღვნილი წიგნის პრეზენტაცია და გამოფენა _ ,,ყველაფერი ცნობილი არქეოლოგის შესახებ”.
საიუბილეო ღონისძიებებს თსუ-ის რექტორი გიორგი შარვაშიძე, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე თევზაძე, ისრაელის ელჩი საქართველოში შაფთაი ცური, საქართველოს ეროვნული სამეცნიერო აკადემიის წარმომადგენლები, თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები, გურამ ლორთქიფანიძის ოჯახის ახლობლები და სტუდენტები დაესწრებიან.
