სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას კომპენსაციები აგვისტოში დაურიგდება
სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას კომპენსაციები აგვისტოში დაურიგდება
13:05 24.07.2012
სტიქიით დაზარალებული მოსახლეობისთვის საკომპენსაციო თანხების დარიგება 15 აგვისტოსთვის დასრულდება.

ამის შესახებ, დღეს პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, კომპენსაციის დარიგება სავარაუდოდ, აგვისტოს პირველ რიცხვებში დაიწყება, დაზარალებულთა დაზუსტებული სია ჯანდაცვის სამინისტროს ექნება.

მანჯგალაძის თქმით, პარლამენტის რიგგარეშე სხდომა ხვალ გაიმართება, რომელზეც სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ საბიუჯეტო ცვლილებების პროექტი განიხილება.

სულ, საბიუჯეტო ცვლილებებით გათვალსიწინებულია 160 მლნ. ლარის მობილიზება, საიდანაც, 50 მილიონი გადაუდებელ სამუშაოებს, ხოლო 110 მილიონი კახეთის სოციალურ, ეკონომიკურ და ინფრასტრუქტურულ განვითარებას მოხმარდება.

საბიუჯეტო ცვლილებების პროექტი დღეს საპარლამენტო კომიტეტებში განიხილება.

ბეჭდვა