საგარეო საქმეთა სამინისტროსა და შვეიცარიის კონფედერაციაში საქართველოს საელჩოს ძალისხმევით,
ივანეჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ქართველი საზოგადო მოღვაწეებისა და პირველი დემოკრატიულირესპუბლიკის მთავრობის წევრების აკაკი და კიტა ჩხენკელების საუკუნოვანი არქივი საზეიმოდ გადაეცა.
საზეიმო ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ზვიად გონაძემ.მინისტრის მოადგილის განცხადებით, არქივში დაცული მასალა ინფორმაციის მნიშვნელოვანი წყაროა საქართველოს პირველი დემოკრატიულირესპუბლიკის ისტორიის შესწავლისთვის. „მოხარული ვარ, რომ დღეიდან, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის და არა მარტომათთვის, ხელმისაწვდომია საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის აკაკი ჩხენკელისა და მისი ძმის,გამოჩენილი ქართველი ლინგვისტის კიტა ჩხენკელის არქივებში დაცული მასალები. ორმაგად სასიხარულოა ის ფაქტიც, რომ არქივისსაქართველოსთვის გადმოცემა მოხდა წელს, როდესაც ჩვენ აღვნიშნავთ საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის და თბილისისსახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებიდან 100 წლისთავს„- განაცხადა ზვიად გონაძემ.
ზვიად გონაძემ მადლობა გადაუხადა ჩხენკელების არქივის მემკვიდრეებს, საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს, შვეიცარიაშისაქართველოსთან მეგობრობის გაერთიანების პრეზიდენტს თომას ჰოიზერმანს და ქალბატონ და ბატონ კრაიერებს, რომლებმაც უზრუნველყვესარქივის დიგიტალიზაცია და ორიგინალთან ერთად, თსუ-ს ბიბლიოთეკას ციფრული ვერსია გადასცეს.
აღსანიშნავია, რომ უნიკალური არქივი, რომელშიც დაცულია ათასობით დოკუმენტი, პირადი წერილი, დიპლომატიური მიმოწერა და ქართველმოღვაწეთა ბიოგრაფიული ცნობები, აკაკი ჩხენკელმა, უმცროს ძმას - კიტას უანდერძა, რომელიც ციურიხის უნივერსიტეტში მოღვაწეობდა. კიტაჩხენკელმა კი, თავის მხრივ, აღნიშნული მემკვიდრეობა ციურიხის უნივერსიტეტის თანამშრომელს ლეა ფლურის დაუტოვა. ფლურის გარდაცვალებისშემდეგ არქივი გამომცემლობასთან ერთად მარიანა და ტომას კრაერების, ტომას ჰოიზერმანისა და მიხეილ სვიმონიშვილის მფლობელობაში გადავიდა.
