ანაკლიის სოფელ ინგირში დღეს საცხენოსნო დოღი - „ანაკლიის თასი 2018“ გაიმართება.
დოღი „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ თაოსნობით ტარდება და მასში
მონაწილეობას საქართველოს ყველა კუთხიდან ჩამოსული ცხენოსნები მიიღებენ.
დოღის საპრიზო ფონდს 25 ათასი ლარს შეადგენს და ის სამ ეტაპად გაიმართება.
დოღის ასპარეზობებს შორის მოეწყობა ცხენბურთის თამაში.
დოღი სამეგრელოში მხედრული ტრადიციების აღდგენას, მხარდაჭერას და ქართული
საცხენოსნო სკოლის განვითარებას ემსახურება.
მხარდამჭერები: „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“, „თიბისი ბანკი“,
სამეგრელო ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტი.
ვიდეოს სანახავად გადადით ბმულზე- https://www.facebook.com/AnakliaPort/videos/2105910462755221/?ref=tahoe
