გორის სიახლოვეს „ოპელის“ მარკის ავტომობილი დაიწვა. მანქანას ცეცხლი მოულოდნელად გაუჩნდა.
შემთხვევა თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტობილო გზაზე მოხდა, თუმცა, ინციდენტის დროს არავინ დაშავებულა.
ავტომანქანაში ორი ადამიანი იჯდა, რომლებმაც გადმოსვლა მოასწრეს, ხოლო მანქანა მთლიანად დაიწვა.
