მუშთაიდის პარკში ღონისძიება „ჩემი უბანი“ გაიმართა
მუშთაიდის პარკში ღონისძიება „ჩემი უბანი“ გაიმართა
11:36 27.09.2018
დიდუბის რაიონის გამგეობის ორგანიზებით, მუშთაიდის პარკში ახალი სასწავლო წლის დაწყებისადმი მიძღვნილი ღონისძიება „ჩემი უბანი“ გაიმართა.

კონცერტში ცნობილი ბენდები - „ნიუტონი“ და „გამოუვალი მდგომარეობა“, ასევე, თბილისის ბიჭუნათა კაპელა, გიორგი სუხიტაშვილი, სოფო ბათილაშვილი და ზვიად ბოლქვაძე მონაწილეობდნენ.

ღონისძიების ფარგლებში, მოეწყო ნახატების, ხელნაკეთი ნივთებისა და ქართული წარმოების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა.

დასკვნით ღონისძიებაზე პოეტსა და ჟურნალისტ ლინა ბარათაშვილს, მუსიკოს ინგა ბერაძესა და საწყლოსნო სახეობათა ფედერაციის პრეზიდენტ დავით რურუას „საამაყო დიდუბელის“ ტიტული მიენიჭათ.




ბეჭდვა