განათლების სფეროში დაგეგმილი რეფორმის ძირითადი მიმართულებები საქართველოს განათლების,
მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა და მინისტრის მოადგილე, ირინე აბულაძემ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელ, კარლ ჰარცელთან შეხვედრისას განიხილეს.
განათლების სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, მინისტრმა აღნიშნა, რომ განათლების სისტემის განვითარება ქვეყნის უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს წარმოადგენს და ევროკავშირის წარმომადგენლობის ამ მიმართულებით მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია.
თავის მხრივ, კარლ ჰარცელმა მზადყოფნა გამოხატა, რომ საქართველოში განათლების სისტემის რეფორმირების პროცესში ევროკავშირის წარმომადგენლობამ აქტიური მონაწილეობა მიიღოს. მხარეები მომავალი თანამშრომლობის მიმართულებებზე შეთანხმდნენ.
