ღვინის უბანში (პეტრიაშვილის № 1), დღეს კინო და ტელეოპერატორების რიგით მე-9 საერთაშორისო
ფესტივალი „ოქროს თვალი 2018“ გაიხსნება.
ფესტივალის ფარგლებში, სამაუწყებლო ტექნიკის მე-5 საერთაშორისო გამოფენაც მოეწყობა, რომელზეც ტექნიკის ლიდერი მწარმოებელი კომპანიები - Canon, Panasonic, RTS, Broadstream, Sony, ARRI და სხვა იქნება წარმოდგენილი. ფესტივალის პროგრამა, ასევე სამაუწყებლო პროდუქციის გამოფენას ითვალისწინებს, რომელშიც მსოფლიოს საპროდიუსერო და სადისტრიბუციო კომპანიები - Disney, BBG, Porticomedia, Kinonota და სხვა მიიღებენ მონაწილეობას.
