სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით ფოტოგამოფენა გაიმართება
სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით ფოტოგამოფენა გაიმართება
10:17 26.09.2018
სოხუმის დაცემის დღეს, 27 სექტემბერს, საერთაშორისო საინიციატივო ჯგუფი "აფხაზეთი" გახსნის ფოტოგამოფენას სახელწოდებით - "გვახსოვს", რომელიც აფხაზეთის ომისა და აფხაზეთში განხორციელებული ეთნოწმენდის მე25 წლისთავს ეძღვნება.

გამოფენა გაიხსნება პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში 13 საათზე გაიხსნება, ხოლო 28, 29 და 30 სექტემბერს გაგრძელდება აფხაზეთის ა.რ. განათლებისა და კულტურის სამინისტროსთან არსებული ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში დილის 11 საათიდან.

ბეჭდვა