საქართველოს ოლიმპიური ნაკრების წევრები ლონდონში გამგზავრებმდე პრეზიდენტმა მიიღო
საქართველოს ოლიმპიური ნაკრების წევრები ლონდონში გამგზავრებმდე პრეზიდენტმა მიიღო
15:27 23.07.2012
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ლონდონში გამგზავრების წინ, საქართველოს ოლიმპიური ნაკრების წევრები სასახლეში მიიღო და სპორტულ თამაშებში წარმატებები უსურვა.

„წინ დიდი შეჯიბრი გაქვთ, ჩვენ კი თქვენი გამარჯვების დიდი ემოციები. ქართველი კაცი ის მებრძოლია, რომელიც გამარჯვების იმედს ყველაზე გამოუვალ და რთულ სიტუაციაშიც კი არ კარგავს, გამარჯვების შესაძლებლობა ყველა სახეობაში გვაქვს, მთავარია ვიბრძოლოთ. დღეს მსოფლიოში ბევრი აღიარებს, რომ მრავალი პრობლემის მიუხედავად, საქართველო პირველ პოზიციებს იკავებს. ასე უნდა ვიყოთ სპორტში“ - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

საქართველოს სახელით, ეროვნულ ნაკრებში, ქვეყნის ღირსებისთვის წელს წარმოშობით პოლონელი მძლეოსანი მასიეჯ როსიევიჩი იასპარეზებს.

წლევანდელ ოლიმპიადაზე სპორტის 12 სახეობაში 35 ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს. გუნდის მედროშე და კაპიტანი ტყვიის მსროლელი ნინო სალუქვაძე იქნება.

ბეჭდვა