23 სექტემბერს კოჯორი-კიკეთის გზაზე N106 ავტობუსი შეფერხებით იმოძრავებს
23 სექტემბერს კოჯორი-კიკეთის გზაზე N106 ავტობუსი შეფერხებით იმოძრავებს
13:58 21.09.2018
პროფესიონალ ავტომრბოლელთა შორის დაგეგმილი შეჯიბრების - „თბილისის თასი 2018“ გამო, 23 სექტემბერს კოჯორი-კიკეთის საგზაო მონაკვეთზე N106 ავტობუსი მცირედი შეფერხებით იმოძრავებს.

ინფორმაციას ამის შესახებ თბილისის მერია ავრცელებს.

მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა 11-დან 17:00 საათამდე შუალედში შეფერხდება.

ბეჭდვა