30 სექტემბერს თბილისიმარათონი გაიმართება
30 სექტემბერს თბილისიმარათონი გაიმართება
09:19 20.09.2018
სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ“-ში თბილისიმარათონის შესახებ დღეს პრესკონფერენცია გაიმართება.
პრესკონფერენციას დაესწრებიან გერმანიის ელჩი საქართველოში ჰუბერტ კნირში, თბილისის მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსი სოფიო ხუნწარია, საქართველოს განათლების, მეცნიერების,კულტურისა და სპორტის სამინისტროს, სპორტის განვითარების დეპარტამენტის უფროსი ირაკლი დოლაბერიძე, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე ლაშა ჯოხაძე, „ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიას“ გენერალური დირექტორი მიხაელ ჰამპელი, თბილისიმარათონის სპორტული დირექტორი - ეროვნული ფედერაცია „სპორტი ყველასთვის“ პრეზიდენტი მაია აზარაშვილი, თბილისიმარათონის გარბენის დირექტორი პიტერ გოთვალდი.
პრესკონფერენციაზე თბილისიმარათონის საორგანიზაციო ჯგუფი მედიასაშუალებების წარმომადგენლებს და სპონსორებს დაგეგმილი ღონისძიების განრიგს, წლევანდელ ბენეფიციარს და მარათონთან დაკავშირებულ სხვა საინტერესო დეტალებსგააცნობს.
რიგით მე-7 თბილისიმარათონი, 2018 წლის 30 სექტემბერს, თბილისის ცენტრალურ ქუჩებში გაიმართება და სტარტს რუსთაველის გამზირზე, პირველ კლასიკურ გიმნაზიასთან აიღებს.თბილისიმარათონის მარშრუტი კვლავაც ქალაქ თბილისის ცენტრალურ უბნებს მოიცავს - სპეციალურად ღონისძიებისთვის გადაიკეტება ქალაქის ისტორიული ქუჩები.



ბეჭდვა