საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ლევან
ხარატიშვილმა დღეს ეროვნული უმცირესობების საკითხებში ეუთო-ს უმაღლეს კომისართან (HCNM) ლამბერტო ზანიერთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, მინისტრის მოადგილემ ეუთოს უმაღლეს კომისარს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მიმართულებით ეთნიკური უმცირესობებისთვის განხორციელებული და მიმდინარე პროგრამები და პროექტები გააცნო.
