განათლების მინისტრი დღეს 150-ე სკოლასა და სოხუმის უნივერსიტეტს ეწვევა
განათლების მინისტრი დღეს 150-ე სკოლასა და სოხუმის უნივერსიტეტს ეწვევა
21:56 16.09.2018
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, მიხეილ ბატიაშვილი ახალი სასწავლო წლის დაწყებას მოსწავლეებს, პედაგოგებსა და მშობლებს თბილისის 150-ე საჯარო სკოლიდან მიულოცავს. 150-ე სკოლა ერთ-ერთია იმ საჯარო სკოლებს შორის, სადაც მინისტრის მიერ ინიცირებული სწავლების ახალი მოდელი საპილოტე რეჟიმში დაინერგება.

მინისტრი სკოლას 09:20 საათზე ესტუმრება, მოგვიანებით კი, 10:30 საათზე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვევა.

ბეჭდვა