Summer Job-ის ფარგლებში დასაქმებული სტუდენტები ბიზნეს-კვლევებში ჩაერთვებიან
Summer Job-ის ფარგლებში დასაქმებული სტუდენტები ბიზნეს-კვლევებში ჩაერთვებიან
10:56 23.07.2012
„ილიაუნი ბიზნეს რევიუ“ ბიზნესის სფეროს კვლევებს Summer Job-ის ფარგლებში დასაქმებულ სტუდენტებთან ერთად გააგრძელებს.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ინფორმაციით, პროექტი 20 ივლისიდან 20 აგვვისტომდე გაგრძელდება. აღნიშნულ პერიოდში ოთხი კვლევა ჩატარდება - ლუდის, თბილისის სასტუმროების, სუპერმარკეტების და აფთიაქებისა და ტურისტული ბაზრის კვლევები.
პარალელურად, Summer Job-ის ფარგლებში დასაქმებული სტუდენტები „ილიაუნი ბიზნეს რევიუს“ მკვლევარებს დაეხმარებიან ანალიტიკური სტატიების მომზადებაში, რომელებიც კვლევითი ცენტრის ვებ-გვერდზე განთავსდება.
„ილიუნი ბიზნეს რევიუ“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტზე არსებული ეკონომიკური კვლევებისა და კონსულტაციების ცენტრის მკვლევარების მიერ მზადდება.

ბეჭდვა