დღეს ინტელექტუალურ თამაშში - „რა? სად? როდის?“ თბილისის მეორე ღია თასი გაიხსნება
დღეს ინტელექტუალურ თამაშში - „რა? სად? როდის?“ თბილისის მეორე ღია თასი გაიხსნება
18:11 14.09.2018
სასტუმროში - „Hotels & Preference Hualing Tbilisi” დღეს თბილისის მეორე საერთაშორისო ღია თასი ინტელექტუალურ თამაშში „რა? სად? როდის?“ გაიხსნება.

ფესტივალი სამი დღე, 14-დან 16 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება. ფესტივალში მონაწილეობას მიიღებს 58 გუნდის 500-მდე წევრი მსოფლიოს 16 ქვეყნიდან.

ფესტივალის გახსნის ღონისძიებას დაესწრებიან თბილისის მერიის წარმომადგენლები და ინტელექტკლუბის წევრები.
თამაში 12 საათზე გაიხსნება.

ბეჭდვა