ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დღეს საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის
წევრებისა და სტუდენტების საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება.
თსუ-ს ინფორმაციით, საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია ახალგაზრდა მკვლევართა და სამოქალაქო აქტივისტთა გაერთიანებაა, რომლის მიზანი საბჭოთა საქართველოს ისტორიის შესწავლისა და ანალიზის ხელშეწყობაა.
ორგანიზაციის ერთ-ერთი მიზანია ერთიანი ღია ვებ-სივრცის შექმნა, სადაც საქართველოს საბჭოთა წარსულის ამსახველ დოკუმენტურ მასალას მოუყარონ თავი.
საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია პროექტის არქივზე მუშაობის პროცესში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან ითანამშრომლებს.
