„თიბისი ბანკი“ დღეს ბიზნესკლიენტებსა და დაინტერესებულ აუდიტორიას ტექნოლოგიურ სიახლეებს გააცნობს
„თიბისი ბანკი“ დღეს ბიზნესკლიენტებსა და დაინტერესებულ აუდიტორიას ტექნოლოგიურ სიახლეებს გააცნობს
16:57 14.09.2018
სასტუმრო „სტამბაში“ დღეს „თიბისი ბანკი“ ბიზნესკლიენტებსა და დაინტერესებულ აუდიტორიას ტექნოლოგიურ სიახლეებს გააცნობს.

ღონისძიებაზე „თიბისი ბანკის“ პროგრამული უზრუნველყოფის კონკურსის ფინალი ჩატარდება და 3 გამარჯვებული გუნდი გამოვლინდება. საჯარო პრეზენტაციაზე, ჟიურის წინაშე 6 ფინალისტი გუნდი სხვადასხვა ბიზნესსექტორისათვის შექმნილ, პროგრამული უზრუნველყოფის პროტოტიპებს წარადგენს.

ასევე, „თიბისი ბანკი“ ბიზნესკლიენტებს განახლებული ინტერნეტბანკის გაუმჯობესებულ ფუნქციებსა და სიახლეებს გააცნობს.

ღონისძიება 19:00 საათზე დაიწყება.

ბეჭდვა