თბილისის ნაწილს შუქი გაეთიშება
თბილისის ნაწილს შუქი გაეთიშება
10:05 23.07.2012
თბილისის რამდენიმე ქუჩას დღეს ელექტროენერგია შეეზღუდება.
როგორც „ნიუსპრესს“ კომპანია „თელასიდან“ აცნობეს, შუქი 10-დან 17 საათამდე გორკის,  ვეძათხევის, არაგვისპირელის, ბუხაიძის და ჩიტაიას ქუჩებს გაეთიშება.
დროის აღნიშნულ მონაკვეთში ენერგომომარაგება ვაჟა-ფშაველას გამზირის, ვაჟა-ფშაველას II კვარტლის, ნუცუბიძის, შარტავას და იოსებიძის ქუჩებს, გლდანის მასივის IV მიკრორაიონს, აეროპორტის დასახლების, ვარკეთილი-3 IV მიკრორაიონის, ხომლელის, ქაიროს, ჯავახეთის და მიმდებარე ქუჩებს შეეზღუდება.
10-დან 17:00 საათამდე შეზღუდვა ასევე, გორგასლის ქუჩას, ლეხ კაჩინსკის, აწყურის, დოესის და წინანდლის ქუჩებს, წყნეთის ნაწილს, სააკაძის, თამარ მეფის, კეცხოველის და ვაჟა-ფშაველას ქუჩებს შეეხება.
ამავე პერიოდში ელექტროენერგია ხუდადოვის, მესხის, ჩხიკვაძის, მანჯგალაძის, აგარის, 9 ძმის და ზაზიშვილის ქუჩებს, რკინიგზის, ძმობის, ქებურიას, ჩოდრიშვილის, ქებურიას და თვალჭრელიძის ქუჩებს არ მიეწოდება.
10-დან 17:00 საათამდე შუქი წერეთლის გამზირის, გორის, თევდორე მღვდლის და ფიფიას ქუჩების აბონენტებს გაეთიშება.

ბეჭდვა