თბილისის ზოგიერთ ქუჩას დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება
თბილისის ზოგიერთ ქუჩას დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება
09:02 14.09.2018
კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო  დღეს, 14 სექტემბერს დედაქალაქის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

კერძოდ, შეზღუდვა შეეხება:

დიდგორის რაიონი
გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ტაბახმელას, წავკისის, შინდისის და კოჯრის მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი
გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), ტრანსპორტის, კარალეთის, მირცხულავას, დავით ბაქრაძის, წყალტუბოს და აგლაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი
გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის, ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), ქავთარაძის და ზურაბ ანჯაფარიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონი
გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის, ვასო აბაშიძის, თაბუკაშვილის და ასათიანის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 14 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ერეკლე მეორის მოედნის, ბამბის რიგის, ტყავის რიგის, რკინის რიგის, სანაპიროს, ერეკლე მეორის, კოტე აფხაზის, შარდენის, თუმანიანის, ეფრემ მცირეს და სიონის ქუჩების მაცხოვრებლებს.


ბეჭდვა