ჟურნალისტი რომან ქევხიშვილი მიიჩნევს, რომ მას ავტომობილი განზრახ დაუზიანეს
ჟურნალისტი რომან ქევხიშვილი მიიჩნევს, რომ მას ავტომობილი განზრახ დაუზიანეს
16:47 22.07.2012
ჟურნალისტი რომან ქევხიშვილი კოალიცია „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებულ პირებს მისი კუთვნილი ავტომობილის შეგნებულად  დაზიანებაში ადანაშაულებს.
როგორც ქევხიშვილმა „ნიუსპრესთან“ საუბრისას განაცხადა, კოალიციის ლიდერის ბიძინა ივანიშვილის დღეს კახეთში, ვაჩნაძიანში სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ, მან აღმოაჩინა, რომ მანქანის მარცხენა მხარე როგორც წინ, ისე უკან, დაზიანებული იყო. იგი შეხვედრის გასაშუქებლად ვაჩნაძიანში იმყოფებოდა.
თავად ჟურნალისტი მანქანის დაზიანებას ერთ-ერთ ქალბატონთან მის მიერ ინტერვიუს ჩაწერას უკავშირებს, რომელმაც ბიძინა ივანიშვილის მისამართით ნეგატიური პოზიცია გამოხატა.
„ერთ-ერთმა ქალბატონმა ნათელა ნატროშვილმა ივანიშვილს უთხრა, რომ ამ ქუჩაზე, რომელიც 2008 წლის ომში დაღუპული მისი შვილის სახელობისაა, რუსეთის მიერ მართულ ადამიანს გავლის უფლება არ აქვს“ - განაცხადა ქევხიშვილმა.
ჟურნალისტი მიჩნევს, რომ მისი მანქანა ან ივანიშვილის დაცვის წევრებმა, ან მისმა მხარდამჭერებმა დააზიანეს.


ბეჭდვა