თბილისში, გუშინ მომხდარი ნგრევის დროს დაშავებული ერთ-ერთი მოზარდის ჯანმრთელობის
მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.
შედარებით მსუბუქია კიდევ ორი არასრულწლოვნის მდგომარეობა.
„ხელოვნური სუნთქვის ფონზე იმყოფება რეანიმაციულ განყოფილებაში. იქიდან გამომდინარე, რომ ხანგრძლივი დროის განმავლობაში გული იყო გაჩერებული, თავის ტვინის დაზიანება მოხდა. ოპერაციული ჩარევა ამ ეტაპზე არ ჭირდება“- განაცხადა ექიმმა.
შეგახსენებთ, რომ შემთხვევა გუშინ გარდაბნის გზატკეცილზე მოხდა. ძველი ქარხნის ტერიტორიაზე ერთ-ერთი საყრდენი კედელი ჩამოიშალა.
