სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტში ხარაჩოს ჩამოშლის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა
სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტში ხარაჩოს ჩამოშლის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა
16:07 05.09.2018
სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტში სარემონტო სამუშაოების დროს ხარაჩო ჩამოიშალა,  შედეგად კი სამი ადამიანი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, დაშავებულებიდან ერთი საქართველოს, ორი კი თურქეთის მოქალაქეა.

ბათუმის რეფერალური საავადმყოფოს გადაუდებელი თერაპიის მიმართულების ხელმძღვანელის რუსუდან ქამადაძის განცხადებით, კლინიკაში ორი დაშავებული შეიყვანეს. მათგან ერთს ტრამვული დაზიანება აღენიშნება. მისივე თქმით, პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობას საფრთხე არ ემუქრება.

"შემოყვანილია ორი პაციენტი. ერთი თურქეთის და ერთი საქართველოს მოქალაქე. მამაკაცს მსუბუქი მოტეხილობა აქვს, ქალბატონს კი ტრამვული დაზიანებები არ აღენიშნება. ჯერჯერობით პაციენტები კლინიკაში დაკვირვების ქვეშ რჩებიან"-განაცხადა ქამადაძემ.

ბეჭდვა