სკოლებში მოსწავლეთა უსაფრთხოებასთან და ყოველგვარ ძალადობასთან დაკავშირებით, საქართველოს
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტისა მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა ხაზი გასუვა, რომ რეფორმის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება უსაფრთხო სკოლის კონცეფცია, რომელი მიმართულებითაც გარკვეული ნაბიჯები უკვე გადადგმულია. იგულისხმება, როგორც მანდატურის უფლებების გაფართოება, ასევე ფსიქოლოგების ჩართვა და ა.შ.
მინისტრის თქმით, გარდა იმისა, რომ მოქმედებს 24 საათიანი ცხელი ხაზი, ცნობიერების ასამაღლებლად, სკოლებში ინტენსიური მუშაობა დაიწყება მშობლებთან, მასწავლებლებთან და მოსწავლეებთან, რაც უმნიშვნელოვანესია. ამასთანავე, სამინისტრო კოორდინირებულად იმუშავებს როგორც შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებთან.
