მიხეილ ბატიაშვილი: გრიფირების პროცესის კვლევისას, ჩანს მნიშვნელოვანი ხარვეზები, რაც აუდიტის დასკვნაში აისახება და შესაბამისი ზომები იქნება მიღებული
მიხეილ ბატიაშვილი: გრიფირების პროცესის კვლევისას, ჩანს მნიშვნელოვანი ხარვეზები, რაც აუდიტის დასკვნაში აისახება და შესაბამისი ზომები იქნება მიღებული
14:58 05.09.2018
გრიფირების პროცესში დაშვებულ ხარვეზებთან დაკავშირებით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტისა მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა აღნიშნა, რომ საკითხს შიდა აუდიტის ზედმიწევნით სწავლობს და დასკვნა უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.
მისივე თქმით, აუცილებელია, მომავალში პროცესი წარიმართოს სწორად, სწორი მენეჯმენტით, რომ მსგავს მნიშვნელოვან საკითხზე კითხვები აღარ გაჩნდეს.


„ყველა მხარესთან თანამშრომლობის საფუძველზე, გრიფირების პროცესს სწავლობს შიდა აუდიტი. რადგანაც ინფორმაციები ჯერ კიდევ შემოდის, ვფიქრობთ, თვის ბოლოსთვის უნდა იყოს დასკვნა. ეს იქნება გამჭვირვალე და შედეგებიდან გამომდინარე, სამინისტროს ზომები იქნება შესაბამისი, უმკაცრესი, რადგანაც საქმე ეხება ბავშვების სახელმძღვანელოებს“ - განაცხადა მინისტრმა.


ბეჭდვა