მიხეილ ბატიაშვილი: განათლების მიმართულებას სჭირდება სისტემური განახლება
მიხეილ ბატიაშვილი: განათლების მიმართულებას სჭირდება სისტემური განახლება
14:18 05.09.2018
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, განათლების მიმართულება მნიშვნელოვან ცვლილებებს საჭიროებს.

„განათლების მიმართულება საჭიროებს მნიშვნელოვან ცვლილებებს და სისტემურ განახლებებს იმისათვის, რომ მოხდეს სრული გაჯანსაღება. ამასთან დაკავშირებით, განათლების რეფორმასთან ერთად, ჩვენ გვექნება მნიშვნელოვანი სიახლეები“ - განაცხადა ბატიაშვილმა.

მინისტრის თქმით, სექტემბერში სამინისტრო მნიშვნელოვანი სიახლეების შესახებ ინფორმაციას საზოგადოებას წარუდგენს. რეფორმასთან დაკავშირებით, იქნება დეტალური პრეზენტაცია და გეგმა, თუ როგორ მოხდება განათლების სისტემის გაუმჯობესება ყველა მიმართულებით.

ბეჭდვა