„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ შენობასთან თანამშრომლების ნაწილი აქციის გამართვას გეგმავს.
მათი პროტესტი საათობრივ ანაზღაურებაზე გადასვლის შეთავაზებას უკავშირდება.
არსებული ინფორმაციით, მენეჯმენტის ეს გადაწყვეტილება მხოლოდ ტექნიკურ პერსონალს ეხება.
„მომცეს ფარატინა ქაღალდი, უნდათ გადაგვიყვანონ საათობრივ გამოძახებაზე, მაგრამ რომ ვკითხე, რამდენჯერ იქნება ეს გამოძახება, არც იციან. მითხრეს, რომ შეიძლება სულ არ გამოგვიძახონ. გადაცემა რჩება, რაზეც ჩვენ ვმუშაობდით მაგრამ ადგილები თავისუფლდება, მე ეჭვი მაქვს სხვა ადაამიანებისთის რჩება ეს ადგიები“- განაცხადა საზმაუს თანამშრომელმა.
