განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, მიხეილ ბატიაშვილი აბიტურიენტებს
ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას ულოცავს.
„ჩემო ახალგაზრდა მეგობრებო, გულითადად გილოცავთ დღეს, რომელიც, უდავოდ, ერთ-ერთი გამორჩეულია თქვენს ცხოვრებაში. ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებით თქვენ ცოდნის დაუფლების, პროფესიული განვითარების, ახალი გამოცდილებებისა და მეგობრების შეძენის უმნიშვნელოვანეს და საინტერესო ეტაპს შეუდექით.
მჯერა, რომ თითოეული თქვენგანი იპოვის საკუთარ გზას ცხოვრებაში, ღირსეულ ადგილს საზოგადოებაში. რომ თქვენი შრომის შედეგები ჩვენ ქვეყანას ისევე გამოადგება, როგორც თქვენს პირად წინსვლას“- აცხადებს მინისტრი.
