კოსტავას ქუჩაზე მიწისქვეშა გადასასვლელის რეაბილიტაცია დასრულდა
კოსტავას ქუჩაზე მიწისქვეშა გადასასვლელის რეაბილიტაცია დასრულდა
12:33 29.08.2018
"თბილსერვის ჯგუფმა" მთაწმინდის რაიონში, კოსტავას ქუჩაზე მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელის რეაბილიტაცია დაასრულა.

მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, განხორციელებული ერთთვიანი მოსაპირკეთებელი სამუშაოების შედეგად მას პირვანდელი იერსახე დაუბრუნდა - ფილების 80% რესტავრირებული და შენარჩუნებულია.

რეაბილიტაციის შედეგს "თბილსერვის ჯგუფის" დირექტორის პირველი მოადგილე დავით დოლიძე, მთაწმინდის რაიონის გამგებლის მოადგილე ლევან ბაჩიაშვილი და საკრებულოს წევრი ლევან არველაძე ადგილზე გაეცნენ.


ბეჭდვა