დავითაშვილის ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
   დავითაშვილის ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
16:20 27.08.2018
ზემო ვეძისში, დავითაშვილის ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტის თანახმად, 2400 კვადრატულ მეტრზე ასფალტის ახალი საფარი იგება.

საგზაო სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე, მე-4 ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში მამუკა მდინარაძე და მე-5 ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოში დავით უთმელიძე გაეცნენ.

„აღნიშნულ ტერიტორიაზე გადაადგილება მოსახლეობისთვის პრობლემა იყო, ახლა კი ასფალტი იგება. ასევე, კომპანია „ჯი-ვი-პის“ მიერ ახალი წყალარინების ქსელი მოეწყო და მოწესრიგდა წყლის სისტემა“, - გაიოზ ვასაძემ.

გზის რეაბილიტაციას კომპანია „ჯეუ გრუპი“ აწარმოებს, გამგეობის ბიუჯეტიდან 300 000 ლარია გამოყოფილი.




ბეჭდვა