თბილისის ნაწილს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება
 თბილისის ნაწილს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება
09:47 27.08.2018
კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო დღეს, 27 აგვისტოს დედაქალაქის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

კერძოდ, შეზღუდვა შეეხება:


სამგორის რაიონი
გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი
გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზიირს, წყნეთის ხევის, ცხვედაძის, ტაბიძის, რაზმაძის, აბაშიძის და წყნეთის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი
გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერი გაბრიელ სალოსის, ლერწმის, ბოგდან ხმელნიცკის, სახალხოს, ხევის, ჩარხის და მანავის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი
გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის, ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის I, II კვარტლების, პოლიტკოვსკაიას (ნაწილობრივ), ქავთარაძის (ნაწილობრივ) და უნივერსიტეტის ქუჩების მაცხოვრებლებს.


ბეჭდვა